ფეხბურთი

17:02 | 27.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“მილანმა” “ატლეტიკოს” გოდინის სანაცვლოდ 25 მილიონი შესთავაზა

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ცენტრალური მცველი დიეგო გოდინი “მილანის” ინტერესის სფეროში მოექცა.

Calciomercato-ს ცნობით, იტალიელები 29 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ესპანელებს 25 მილიონ ევროს სთავაზობენ.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელთა თავკაცი დიეგო სიმეონე ამ ტრანსფერს ეწინააღმდეგება, რადგან გუნდის მეორე ცენტრალური მცველი მირანდა, შესაძლოა მილანის “ინტერში” გადავიდეს. აღნიშნავენ, რომ თუ გოდინი მაინც გაიყიდება, მინიმალური თანხა 40 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ გოდინის კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად სწორედ 40 მილიონია მითითებული და შარშან ის “ბაიერნს” 30 მილიონად არ დაუთმეს.

ურუგვაელის მიმართ დაინტერესებას ლონდონის “ჩელსიც” იჩენს. პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.074767