ძიუდო

15:47 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს და ორიც ბრინჯაოს შანსი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე დღევანდელი დღის დილის პროგრამიდან იმის მაქსიმუმი მიიღო, რაც კი შეეძლო მიეღო. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის ოთხი წევრიდან ორი ფინალში გავიდა, ორიც რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს.

ოქროს მედლისთვის ბრძოლას ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) აგრძელებენ. ბექა ღვინიაშვილს (90 კგ) და ლევან მატიაშვილს (+100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს თითო გამარჯვება აშორებთ.

ლიპარტელიანი ფინალში რუს კირილ დენისოვს შეხვდება. ოქრუაშვილი – ებრაელ ორ სასონს, ღვინიაშვილი – ილიას ილიადისისა და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს, ხოლო მატიაშვილი – რუს რენატ საიდოვს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

0.154528