საფეხბურთო კლუბი მარტვილის “მერანი” ლევან გეგეჭკორმა, კიჭი მელიავამ, დათა ციცხვაიამ, აკაკი წყაროზიამ და ნოდარ კიკნაველიძემ დატოვეს.
“მერანში” არსებული ფინანსური კრიზისის გამო, ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა კარიერის სხვა კლუბებში გაგრძელება არჩიეს.
გეგეჭკორი ქობულეთის “შუქურაში” გადავიდა. მელიავამ და ციცხვაიამ ლანჩხუთის “გურიას” მიაშურეს. დიდი ალბათობით, წყაროზია და კიკნაველიძეც ლანჩხუთელთა რიგებს დაიცავენ.
მანამდე, მარტვილიდან პაპუნა ფონიავა წავიდა, რომელიც ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.
მომავალ სეზონში, “მერანი” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ახალგაზრდული გუნდით იასპარეზებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ინჯია თუ ვენებს იჭრიდა მართალს აკეთებდა,მაგრამ იმ თექვსმეტ გუნდში მარტო დარჩა გადამხდელი და ესეთ მდგომარეობაში კიდდევ აკეთებს საქმეს.კერძო კლუბები რომ განვითარდეს მემგონი მხარდაჭერას კიდევ უფრო იმსახურებს.
Torres9
ციცხვაია ალბათ დათო იქნება. ინჯიაც ხო ვენებს იჭრიდა 16 გუნდა ჩემპიონატი გვინდაო
კაი ბიჭები დავიმატეთ,კიდე იქნება შევსება,სასიხარულოა რომ 3 ფეხბურთელის გარდა ჯერ არავინ წასულა და რაც მთავარია 1 წლიანი კონტრაქტები დაიდება,ასე რომ შუა სეზონში გუნდები აღარ დაიშლება,გოგიჩაიშვილის იმედი გვაქვს გურიაში
ქონდა ამ გუნდს თავისი ხელწერა რაღაც პატარა მაგრამ კარგი. ეხლა რა გამოდის დაიკარგა ძნელია გაჭირვებულ ქვეყანაში გუნდი შეინახო ვერ გაუქაჩა ინჯიამ და ვერც კოკაიამ არიან საზღვარგარეთ ქართველი მილიონრები მაგრამ სურვილიც რომ ქონდეთ ისე გვაქ ერთმანეთის ნდობა დაკარგული არავინ მისცემს არავის ფულს არიან თავისთვის კაის ჭამენ და კის სვამენ სადღეგრძელოებიც ეცოდინებათ "ბრტყელ-ბრტყელი" გასაგებია რომ დიდია შანსი არამიზნობრივად დახარჯონ მაგრამ მოინდომე ჩადე რაღაც მექანიზმები ან წარმომადგენელი სანდო კაცი ჩაასმევინე მართვაში კაცსაც დაასაქმებ და საქმის ყურშუც იქნები ხო ყველას გვიხარია ჭრიკიშვილის წარმატება მაგრამ მის ბავშვობის მწვრთნელზე მეტად ამაყი არმგონია დადიოდეს ვინმე ასეა რამდენ ბავშვს ააცდენ ცუდი გზიდან თუკი რაიონში წესიერი სკოლა დარბაზი იქნება ყველა იქ შევა მეშენ გეტყვი სხვაგან ააქვთ წასასვლელი თუ რა გამოფხიზლდით იქ ყველას მოგვკითხავენ ყველაფერს.
რაც მოხდა ზესტაფონში იქივე გამეორდა აქაც
აბა თქვენ იცით მარტვილელებო, "მოგვეხმაროთ " უნდა წლევანდელ სეზონში პაწა