ძიუდო

14:17 | 27.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ნახევარფინალში

ბაქოში მიმდინარე ევროპის პირველ თამაშებზე მძიმეწონოსან ქართველ ძიუდოისტთა მეოთხედფინალური დაპირისპირება ადამ ოქრუაშვილსა და ლევან მატიაშვილს შორის ოქრუაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი ერთმანეთს ნახევარფინალში დაეჭიდებიან.

ლიპარტელიანმა მეოთხედფინალში სლოვენიელი მიხაელ ზგანკი ვაზარით დაამარცხა. ღვინიაშვილმა კი ჰოლანდიელ ჯილომ ელმონს ორ წუთში სძლია, მტკივნეული ილეთით.

ადამ ოქრუაშვილი ნახევარფინალში ლიტველ მარიუს პასკევიჩუსს შეხვდება. ლევან მატიაშვილი კი ბრინჯაოს ნახევარფინალში გადაერთო და გერმანელ ანდრე ბრეიტბარტს შეხვდება.

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

0.114464