ტუნისის ეროვნული ნაკრებისა და “მონაკოს” ცენტრალურმა მცველმა აიმენ აბდენურიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.
Sky Italia-ს მტკიცებით, ლონდონის “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობამ “მონაკოს” ოფიციალური წინადადებით მიმართა და მზადაა 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ჯერჯერობით უცნობია დათანხმდებიან თუ არა მოთამაშე და კლუბი ამ შეთავაზებას. აბდენურის “მონაკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. განვლილ სეზონში მან ლიგა 1-ის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.







