ფეხბურთი

18:35 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვივიანო "სამპდორიაში" დარჩება

იტალიის სერია A-ს ბინადრებმა გენუის "სამპდორიამ" და სიცილიურმა "პალერმომ" 29 წლის მეკარის ემილიანო ვივიანოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ვივიანო, რომელმაც გასული სეზონი გენუაში იჯარის წესით გაატარა, მომავალ სეზონსაც ლიგურიულ გუნდში იმავე პირობით გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე გუნდმა დაადასტურა.

"ჩემთვის საამაყოა, რომ "სამპდორიას" მაისურით შესანიშნავი პერიოდი გრძელდება. მადლობა პრეზიდენტ ფერეროს და ყოველთვის ფორცა "სამპდორია", - დაწერა საკუთარ ტვიტერზე ვივიანომ.

ემილიანო ვივიანომ გასულ სეზონში "სამპას" რიგებში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.11588