ფეხბურთი

18:22 | 26.06.2015 | ნანახია 0 - ჯერ

"დინამო" - "გაბალას" მატჩის ბილეთების გაყიდვა 1 ივლისს დაიწყება

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის "დინამო" აზერბაიჯანულ "გაბალას" შეხვდება. "დინამოს" ვებგვერდის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ბილეთები "დინამო არენას" სალაროებში 1 ივლისიდან გაიყიდება, ხოლო მისი ღირებულება 5 ლარი იქნება.

სტადიონზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო ბილეთების რაოდენობა შეზღუდული იქნება.

"დინამოსა" და "გაბალას" პირველი შეხვედრა თბილისში 2 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063872