ფეხბურთი

16:17 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე იონგმა “მილანთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნაიჯელ დე იონგმა “როსონერისთან” ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და “სან სიროზე” 2018 წლის ივლისამდე ითამაშებს.

“დე იონგი “მილანში” 2012 წელს “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 75 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

0.122503