საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) ბაქოს ევროპულ თამაშებზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს. ტატალაშვილმა ფინალის გზაზე ფრანგი ფლორენ ურანი, სერბი ლიუბისა კოვაჩევიჩი და სლოვენიელი როკ დრაკშიჩი ჩამოიშორა. საჩემპიონო ბრძოლაში კი ებრაელ საგი მუკის დაუპირისპირდება.
ჭრიკიშვილმა ნახევარფინალში გერმანელი სვენ მარეხი შებოჭა. იქამდე ბულგარელი ივაილო ივანოვის, ესტონეთის ნაკრების წევრ ევგენი სალეევისა და ბელარუსი ალექსანდრ სტიაშენკას ძლევა მოასწრო. ფინალში კი რუს ივან ნიფონტოვს შეხვდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18 საათიდან დაიწყება.
ვასილ მშვილდაძე ბაქოდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია