გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "ჰამბურგმა" გუნდის 31 წლის მცველ ჰაიკო ვესტერმანს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. ამის შესახებ გერმანული კლუბის ვებგვერდი იუწყება. ვეტერან ფეხბურთელს გუნდთან მიმდინარე კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, რის შედგომაც იგი თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ გუნდში გადასვლა თავისუფლად შეეძლება.
ვესტერმანი "ჰამბრუგში" 2010 წელს გელზენკირხენის "შალკედან" გადაბარგდა და გასულ სეზონში ბუნდესლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს გამართული და მეტოქებს 4 გოლიც გაუტანა.