სხვა

23:43 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა მეკლდეურებს წარმატება უსურვა

25 ივნისს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულმა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა და ივნისის ბოლოს გასამართი ტურნირები შეაჯამა.

ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა მეკლდეურობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა. პრესკონფერენციას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

27-28 ივნისს ლენტეხი საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს მეკლდეურთა შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში, სადაც მონაწილეობას 55 სპორტსმენი მიიღებს.

საქართველოს ჩემპიონატი ლენტეხში მდებარე ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში მდებარე ხელოვნურ კედელზე გაიმართება. ტურნირზე გათამაშდება ცნობილი ალპინისტის - ჯოკია გუგავას სახელობის თასი.

27-28 ივნისს კი ქართველი მეკლდეურები მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიაში ქალაქ იმსტში გასამართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა მსოფლიო თასის ეტაპზე.

ავსტრიაში მედლებისათვის მერაბ დუკაშვილი, რევაზ ლიპარტელიანი და გიორგი ლიპარტელიანი იბრძოლებენ. ავსტრიაში მიემგზავრება საქართველოს მეკლდეურობის ეროვნულიი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი - მირზა ლიპარტელიანიც.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111234