ფეხბურთი

21:27 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო შესაძლოა “კარპში” გადავიდეს

“ფიორენტინას” 32 წლის თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ კარიერა შესაძლოა იტალიურ “კარპში” განაგრძოს, აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია იუწყება. წყაროს ცნობით, ჯილარდინო კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

განვლილ სეზონში “კარპმა” სერია ბ-ში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონიდან შესაბამისად სერია ა-ში იასპარეზებს.

ჯილარდინომ განვლილ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117083