ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ არტურო ვიდალს კიდევ ერთი სასამართლო ელოდება - ამჯერად პოლიციის წარმომადგენელზე მუქარა.
16 ივნისს 28 წლის ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და საკუთარი “ფერარი” დაამტვრია. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა და სასამართლომ მართვის მოწმობა 4 თვით ჩამოართვა. სასამართლო პროცესისა და 120 დღის გასვლის შემდეგ, მილანში ჩილეს საკონსულოში გადაწყვეტენ, გაუხანგრძლივონ თუ არა არტურს სასჯელს.
AFP-ს ცნობით, ვიდალის პრობლემები ამით არ დასრულებულა. 8 ივლისს ის სასამართლოს წინაშე წარსდგება, ბრალად კი, პოლიციის ოფიცერზე მუქარა ედება. გაირკვა, რომ ავარიისა და დაკავების შემდეგ, ის სერჟანტ ოსვალდო პესოას უყვიროდა და ლანძღავდა. თუ ბრალდება დაუმტკიცდება, ვიდალს 61-დღიანი პატიმრობა ელოდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩხუბისთვის ხალხს ფულს იქეთ უხდიან და ესენი დააჯარიმენ?)))
ინგლისში ინგლისის ფეხბურთის მმართველებმა ჯარიმის გადახდა ევროში მოითხოვეს?????? რაღაც სიმართლეს არ გავს