ძიუდო

20:25 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი: "ხელი ტრავმამ შემიშალა”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ცხრაკაციანი შემადგენლობიდან ევროპის პირველ თამაშებში ჯერ მხოლოდ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი ჩაერთო და პოდიუმზეც ავიდა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესმა წევრმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

"სასიხარულოა, რომ მედალი მოვიპოვე, მაგრამ მაინც გული მწყდება. ბაქოში ოქროს მედლისთვის საბრძოლველად ჩამოვედი და სამწუხაროდ ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ვერ შევძელი. შევეცდები უფრო უკეთ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდე. დღევანდელი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი კი მუხლის ტრავმა იყო, რომელმაც მოსამზადებელი ციკლის ბოლოს ხელი შემიშალა”, – გვითხრა ამირან პაპინაშვილმა რეპეშაჟის ფინალის დასრულების შემდეგ.

ვასილ მშვილდაძე ბაქოდან

0.122651