ფეხბურთი

19:53 | 25.06.2015 | ნანახია 288 - ჯერ

ჟოან ლაპორტა: “პოგბას “ბარსელონაში” თამაში უნდა”

კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ, წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გუნდს ტურნირის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას შეძენის კარგი შანსი ექნება.

“პოგბა გუნდს სერიოზულად გააძლიერებდა. ისაა ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და “ბარსელონაში” თამაში სურს. კარგი ურთიერთობა მაქვს საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლისთან და ფრანგის შეძენა თუ მოგვინდება, ის იდეალური შუამავალი იქნება”, - გადმოგვცემს ლაპორტას სიტყვებს Goal.com-ი.

22 წლის პოგბამ სერია A-ს განვლილ სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 8 გოლი გაიტანა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:04 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკშიც არი

06:55 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნელ ნელა გამოასწორებს ყველაფერს

06:55 | 08.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

არაუშავს

16:59 | 14.05.2023
valeri8848 (2622)

(((34 წლის გოლიათმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირი მარცხით დაიწყო))))-------გოლიათი????? მოპარული მეშოკივით კი დაათრევენ

0.063253
288