ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მომავალი სეზონის დაწყებისთვის შვეიცარიაში ემზადება.
ახალი მთავარი მწვრთნელის დმიტრი ალენიჩევის ხელმძღვანელობით მოსკოველები შვეიცარიაში 25 ივნისს გაემგზავრნენ. “სპარტაკი” შეკრებაზე 12 ივლისამდე იქნება და 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
ანანიძისგან განსხვავებით, ალენიჩევმა პირველი გუნდის შეკრებაზე რუსეთის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების კაპიტანი გიორგი მელქაძე არ წაიყვანა.