ბაქოში მიმდინარე ევროპის თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესი წევრი ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი 60 კილოგრამში მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა მეოთხედფინალში დაკარგა - ჰოლანდიელ ხეროენ მუურენთან ბოლო წამებამდე გაფრთხილებით იგებდა, მაგრამ ჯერ იუკოზე დავარდა, შემდეგ კი შებოჭვაზე მოჰყვა და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც გერმანელ ტობიას ენგლმაიერს დაეჭიდა.
სწორედ ენგლმაიერთან შეხვედრაში შეასრულა პაპინაშვილმა მიმდინარე ევროთამაშებზე პირველი ილეთები და მეტოქეს ვაზარ-იუკოთი გასცდა. რეპეშაჟის ფინალში კი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს დაუპირისპირდება.