ჩოგბურთი

18:13 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეშია

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იმ 16 მოთამაშეს შორის მოხვდა, რომელთაც უიმბლდონის კვალიფიკაცია დასძლიეს და ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ რაუნდში რუმინელ ვიკტორ ჰანესკუს 6:4, 6:2 სძლია, შემდეგ 26-ე ნომრად განთესილ უზბეკ ფარუხ დუსტოვსაც მოუგო – 6:3, 6:3 და დიდად არც დასკვნით წრეში გასჭირვებია. ბოლო რაუნდში თამაში უკვე 3 სეტის მოგებამდე მიდიოდა და ნიკოლოზმა უნგრელი მარტინ ფუჩოვიჩი 6:4, 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა.

ბასილაშვილმა უიმბლდონის ძირითად ბადეში გასვლისთვის 35 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და რეიტინგში წინსვლა ელის (ამჟამად, მსოფლიოს 153- ჩოგანია), ხოლო ვინ იქნება, მისი მომდევნო მეტოქე, ახლო მომავალში გაირკვევა.

0.127656