ფეხბურთი

17:46 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ "ევერტონში" ითამაშებს

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა ლივერპულის "ევერტონმა" კატალონიის "ბარსელონადან" ჟერარ დეულოფეუ დაიბრუნა. 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ლივერპულელებმა 6 მილიონი ევრო გაიღეს და იგი მომავალ სეზონს "გუდისონ პარკზე" გაატარებს. დეულოფეუ ლივერპულული გუნდის წევრი ოფიციალურად 1-ელი ივლისიდან გახდება.

ახალგაზრდა თავდამსხმელი "ევერტონში" 2013-2014 წლების სეზონში უკვე ირჯებოდა და ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა. გასული სეზონი კი იჯარით "სევილიას" შემადგენლობაში გაატარა, სადაც 17 შეხვედრაში თავი ერთადერთხელ გამოიჩინა.

0.117142