თედორე გრიგალაშვილი რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე გროზნოს “ტერეკში” ისინჯება. “ტერეკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა მცველმა გროზნოელთა რიგებში ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.
ავსტრიულ შეკრებაზე “ტერეკმა” მაკედონიის “ვარდარი” 1:0 დაამარცხა და სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გრიგალაშვილი 36-ე წუთზე გააძევეს. თუმცა, გუნდებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ის მოედანს 41-ე წუთზე დაუბრუნდა.
22 წლის მცველმა გასული სეზონი “ზესტაფონში” დაიწყო, ხოლო მეორე წრე “სამტრედიაში” გაატარა.