ფეხბურთი

16:52 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დევდარიანს “ორჰუსთან” კონტრაქტი დაუმთავრდა

დავით დევდარიანს დანიის სუპერლიგაში წელს დაბრუნებულ “ორჰუსთან” კონტრაქტი ამოეწურა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი tipsbladet.dk-ი იუწყება.

ქართველ ფეხბურთელს, რომელიც რამდენიმე წელი “ორჰუსის” სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი იყო, გასული სეზონი წელის ტრავმის გამო “ჩაუვარდა”. მას არცერთხელ უთამაშია.

27 წლის შემტევი ნახევარმცველი “ორჰუსში” 2008 წლიდან გამოდიოდა. თუ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია. მისგან განსხვავებით, დანიურ კლუბში თავდამსხმელებმა მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე გასული სეზონი სრულად ჩაატარა. ვაწაძე 20 გოლით პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.112203