ფეხბურთი

16:44 | 25.06.2015 | ნანახია 1182 - ჯერ

"ლივერპული" კლაინს გაიფორმებს

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარი "ლივერპული" "საუთჰემპტონის" 24 წლის მცველ ნათანიელ კლაინს შეუთანხმდა. ამის შესახებ ინგლისური გამოცემები იუწყებიან. "წითლები" ინგლისელი მცველის სანაცვლოდ 12.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებენ, ხოლო ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოაწერს.

კლაინი "საუთჰეპტონში" 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და გასულ სეზონში პრემიერლიგაში 35 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში კი მას აქამდე 5-ჯერ უთამაშია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:05 | 26.06.2015
S.A.F. (2852)

ლუი იმედია ვან დერ ვილი დაკერილი გყავს თორემ ოოოოოო

17:49 | 25.06.2015
Pharrell (1884)

ლივერპული კი არა,ლივერჰემპტონია

16:55 | 25.06.2015
Torres9 (12692)

კარგია კარგად ვძლიერდებით ეხა ერთი კლასიანი თავდამსხმელი და ეგაა, ბაკა მინიმუმ

0.130508