ფეხბურთი

16:20 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა კასრაძე: “ხიზანიშვილისგან ბევრი რამ შემიძლია ვისწავლო”

ლაშა კასრაძე ბაქოს “ინტერის” დაცვის ცენტრში ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად წყვილში ითამაშებს. ამის შესახებ მან ინტერნეპორტალ azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

- “ინტერში” თქვენი გადასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა...

- ასე ვერ ვიტყოდი. მიმიწვიეს და გადავედი. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ყველამ იცის, რომ “ინტერს” ახალი შემადგენლობა ეყოლება. ვემზადებით და მალე ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ.

- “ინტერს” ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, ამ კლუბში მაინც გადახვედით...

- ვიცოდი, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, ეს არ მაშინებს. ამისგან პრობლემას არ ვქმნი. კონტრაქტი საკმაოდ მისაღები პირობებით შემომთავაზეს.

- შესაძლოა, აზალ-ში თქვენთვის რაიმე მიუღებელი იყო? გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტარლან ახმედოვმა რა თქვა როდესაც მიდიოდით?

- ტარლან ახმედოვი საუცხოო ადამიანი და კარგი მწვრთნელია. მას ვესაუბრე და პრობლემა არ ყოფილა. კლუბმა შესაბამისი დოკუმენტები მომცა და აზალ-დან წავედი. ამ გუნდს წარმატებას ვუსურვებ.

- ამბობენ, რომ აზალ-საც ფინანსური პრობლემები აქვს. გუნდიდან ამ მიზეზით ხომ არ წახვედით?

- მცირე პრობლემები იყო. თუმცა, აზალ-დან ამის გამო არ წავსულვარ. უბრალოდ, “ინტერში” ქართველი მწვრთნელია და ჩემთვის ამ გუნდში უკეთესია.

- “ინტერში” ქართველი ფეხბურთელები ასევე არიან. ალბათ, ადაპტაციასთან პრობლება არ გექნებათ.

- დიახ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი უპირატესობაა.

- დაცვაში ზურაბ ხიზანიშვილთან ერთად ითამაშებთ...

- ზურა ძალიან გამოცდილი მოთამაშეა. მისგან ბევრი რამ შემიძლია ვისწავლო და შევეცდები ეს გავაკეთო.

- აზერბაიჯანიდან ევროპა ლიგაზე კიდევ ერთი წარმომადგენელი “გაბალა” თქვენს თანამემამულეებს შეხვდება. შემდეგ ეტაპზე გასვლის ვის მეტი შანსი აქვს – თბილისის “დინამოს” თუ “გაბალას”?

- საინტერესო წყვილია. “დინამო” ძალიან კარგი გუნდია. თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

0.113588