ჩოგბურთი

14:36 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძე, რომელიც თელავში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ ნომრადაა განთესილი, მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ოქსანა ლუბცოვა 4:6, 6:0, 6:4 დაამარცხა და შემდეგ წრეში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ სეირა შიმიზუს (იაპონია) ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში ანა ახალკაცმა და თამარ კუტუბიძემ რუს ალეშჩევასთან და უკრაინელ ზავატსკასთან 6:3, 2:6, 5:10 წააგეს.

0.128755