ფეხბურთი

14:26 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "ჩემზეა დამოკიდებული სად ვითამაშებ"

თბილისის "დინამოს" ყოფილი თავდასხმელი გიორგი მერებაშვილი ახალი გუნდის ძიებაშია. რამდენიმე დღის წინ "მსოფლიო სპორტმა" გამცნოთ, რომ მის მიმართ ინტერესს თურქეთისა და საბერძნეთის გუნდებიდან იჩენდნენ. მერებაშვილმა ჩვენთან საუბრისას ეს ინფორმაცია ამჯერადაც დაადასტურა.

"ჯერჯერობით გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. ბერძნული "ვერია" და კიდევ ერთი თურქული გუნდია დაინტერესებული. გადაწყვეტილების მიღება ახლა მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული და მას უახლოეს დღეებში მივიღებ. სხვა ამ მხრივ ახალი არაფერია", - გვითხრა მერებაშვილმა.

28 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ბერძნულ "ოფი კრეტაში" დაიწყო, თუმცა გუნდს ფინანსური პრობლემები შეექმნა და მისი დატოვება ნაადრევად მოუხდა. საბერძნეთის სუპერლიგაში მერებაშვილმა 17 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

0.120151