ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ქართველ მკითხველს ჟურნალ “საჭადრაკო სამყარო”-ს პირველი ნომერი წარუდგინა. ჟურნალთან ერთად მოხდა სხვადასხვა საჭადრაკო წიგნების, ჭადრაკთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა, შემოსული თანხა მთლიანად 2015 წლის 13 ივნის განვითარებული სტიქიური მოვლენის დროს დაზარალებული მოქალაქეების დახმარების ფონდში გადაირიცხება. ღონისძიებას ქართული საჭადრაკო სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენელთან ერთად თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ.
ვრცელ ინფორმაციას “მსოფიო სპორტი” მოგვიანებით მოგაწვდით.