საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ევროპულ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მსუბუქწონოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, ებრაელ მეტოქესთან – არტიომ არშანსკისთან შეხვედრით და უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 2:1 მოუგო.
მეოთხედფინალში პაპინაშვილი ჰოლანდიელ ხეროენ მუურენსა და ბრიტანელ ეშლი მაკენზის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.