საქართველოს ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს", რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება და ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის "ომონიასთან" მატჩებისთვის ემზადება, ძირითადი შემადგენლობის წევრი ნიკა მგელაძე დაუშავდა. 29 წლის მცველი წინასწარი ინფორმაციით, ზღვისპირელებს "ომონიასთან" 2 ივლისს გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.
"დინამო" თურქეთში მომდევნო სპარინგს 27 ივნისს, პერმის "ამკარის" წინააღმდეგ ჩაატარებს.