გიორგი გოროზია “სტაბეკთან” ერთად ნორვეგიის საფეხბურთო თასის 1/4-ფინალში ითამაშებს. “სტაბეკმა” თავის მოედანზე “სტრომენი” 5:1 დაამარცხა, ხოლო 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მიმდინარე სეზონში გოროზია “სტაბეკის” სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს და 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.