საფეხბურთო კლუბ “ცხინვალში” სიახლეებია. კახა კაჭარავას გუნდი დავით იმედაშვილმა და დავით უბილავამ დატოვეს. “ცხინვალის” პრესსამსახურის ცნობით უბილავა ერთი წლით უნდა დარჩენილიყო კლუბში, თუმცა ბოლო მომენტში მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით უბილავა კვლავ თბილისის “ლოკომოტივში” ითამაშებს. 21 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონში ვასილ მაისურაძის გუნდში 20 მატჩი ჩაატარა.
30 წლის იმედაშვილის მომავალი კლუბის ვინაობა უცნობია. დათომ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ცხინვალის” შემადგენლობაში გაატარა და უმაღლესი ლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.