იტალიის ვიცე-ჩემპიონმა "რომამ" სარდინიული "კალიარიდან" ბელგიის ნაკრების ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი ოფიციალურად გამოისყიდა. ამის შესახებ რომაული გუნდის ვებგვერდი იუწყება.
"საფეხბურთო კლუბმა "რომამ" "კალიარისთან" მიღწია შეთანხმებას რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერის გამოსყიდვის თაობაზე. ისინი 9 მილიონ ევროს მიიღებენ", - წერს "რომას" ვებგვერდი.
მის გარდა, სარდინიული გუნდიდან კოლუმბიელი ვიქტორ იბარბოც რომში დარჩება, რომელიც "სტადიო ოლიმპიკოზე" მომდევნო სეზონსაც იჯარით გაატარებს.
ნაინგოლანი "რომაში" 2014 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული იჯარით თამაშობდა. გასულ სეზონში კი იგი "რომას" გულშემატკივართა გამოკითხვით გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უკვე ჩვენს ,,კუტოკში" ხარ მგელო!
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მიუნხენში ძალიან მომწონს მისი მოქმედება ნახევარდაცვის რგოლში ეგეთი მშრომელი და დაუღალავი ფეხბურთელი გვჭირდება
ზამენისთვის კარგია, მარა ბაიერნჯს სასტარტოს დონეს ეა ვერ გაქაჩავს
რა ზამენისთვის ამას კაცი სკამზე გააფუჭებს
ძალიან მაგარი ფეხბურთელია
მაგარი საძიძღარი ფეხბურთელია
მაგარი ქე არის და.
კაროჩე ამის გამყვიდველი უკვე აღარავინააა