გორის “დილამ” ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა გიუმრის “შირაქი”. ორივე გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა, პირველ ტაიმში ლუკა რაზმაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი გიორგი სეთურიძემ.
როგორც გორის “დილას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში კი “შირაქი” დაუფლა უპირატესობას.
პირველი გოლისას გიორგი ერისთავმა იაქტიურა, ცდილობდა მეკარის მოტყუებას, თუმცა წააქცია და პენალტი რაზმაძემ გაიტანა.
მეორე გოლისას სეთურიძემ ჩააწოდა, ბურთი სომეხთა გუნდის მცველს ხელზე მოხვდა და პენალტი დაინიშნა.
მეორე ტაიმში გორელთაგან მათე კვირკვია გამოირჩეოდა, რომელიც აქტიურობდა და ცდილობდა შეტევების გამწვავებას.
აღსანიშნავია, რომ მთავარმა მსაჯმა “შირაქის” ფეხბურთელები მოედნიდან გააძევა.
დილა: მუჯრიშვილი, კვირკველია, ბაგაევი, კვახაძე (კაპ), ხურცილავა, გვალია, რაზმაძე, ილურიძე, მარცვალაძე, ერისთავი, მოდებაძე.
მეორე ნახევარში ცვლილებაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ღონღაძე, წიქარიძე, სეთურიძე, კვირკვია, გორელიშვილი, მაშუკოვი.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი