ჭადრაკი

11:43 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იანგმა პირველი ადგილი ვადაზე ადრე გაინაღდა

ჰავანაში (კუბა) მიმდინარე მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას საჭადრაკო მემორიალის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩინელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ჰოუ იანგმა პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ვადაზე ადრე მოიპოვა.

ბოლოს წინა მეცხრე ტურში იანგი ერთ-ერთ აუტსაიდერ ბრუგოს დაუზავდა 6,5 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა, რომლიც მეორე ადგილზე მყოფ ანდრეიკინს 1,5 ქულით უსწრებს. 2-3 ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეთა ვინაობა ბოლო მეათე ტურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ლაზაროს ბრუგოსი (კუბა) - ჰოუ იანგი(ჩინეთი) 0,5:0,5

ლენიერ დომინგესი (კუბა) - პაველ ელიანოვი (უკრაინა) 1:0

იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) - დმიტრი ანდტეიკინი (რუსეთი) 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ

1 იანგი 6,5 ქულა

2 ანდრეკინი 5

3 ელიანოვი 4,5

4 დომინგესი 4

5 ნეპომნიაშჩი 3,5

6 ბრუგოსი 3

ბოლო მეათე ტურის შეხვედრათა განრიგი

ელიანოვი - ბრუგოსი

ანდრეიკინი - დომინგესი

იანგი - ნეპომნიაშჩი

0.115374