ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირზე, რომელსაც ნორვეგიის ქალაქი სტავანგერი მასპინძლობს, ბოლოსწინა მეცხრე ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ტოპალოვსა და გირს შორის, რომლებიც ამ შეხვედრამდე დაუმარცხებლად თამაშობდნენ. ტოპალოვს პირველი ადგილის ვადაზე ადრე დასაკავებლად ყაიმიც ჰყოფნიდა, რაც შეეხბა გირს, იგი პირველ სამეულში მოხვედრაზე აცხადებს პრეტენზიას. ბევრისთვის მოულოდნელად ყაიმების მოყვარულმა გირმა ამჯერად შეძლო მეტოქის დამარცხება და დაგროვილი ქულებით პირველ სამეულში მყოფ ნაკამურას გაუთანაბრდა.
რაც შეეხება ტოპალოვს, ამ წაგებით პირველ ადგილზე გასვლისა და მთავარი პრიზის მოპოვების შანსი საკმაოდ გაირთულა, რადგან გაიმარჯვა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ვიშვანათან ანანდმა და ახლა ტოპალოვს მხოლოდ ნახევარი ქულითღა ჩამორჩება. კენჭისყრამ ისე ინება, რომ ბოლო ტურში ეს მოჭადრაკეები ერთმანეთს ხვდებიან და ჩემპიონის ვინაობაც ამ შეხვედრის დასრულებს შემდეგ გახდება ცნობილი.
მეცხრე ტურის ტექნიკური შედეგები
ალექსანდრე გრიშჩუკი (რუსეთი) - ფაბიანუ კარუანა (იტალია) 0,5:0,5
ანიშ გირი (ჰოლანდია) - ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) 1:0
ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) - ლუდვიკ ჰამერი (ნორვეგია)1:0
მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) - ლეონ არონიანი (სომხეთი) 1:0
ჰიკამუ ნაკამურა (აშშ) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეტი)0,5:0,5
სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ
1 ტოპალოვი 6 ქულა
2 ანანდი 5,5
3-4 გირი, ნაკამურა 5-5
5-7 ვაშიე-ლაგრავი, კარუანა, კარლსენი 3.5-3.5
8-9 გრიშჩუკი, არონიანი 3-3
10 ჰამერი 2
ბოლო ტურის შეხვედრათა განრიგი
ვაშიე-ლაგრავი - გრიშჩუკი
არონიანნი - ნაკამურა
ჰამერი - კარლსენი
ტოპალოვი - ანანდი
კარუანა - გირი