კოპა ამერიკის პირველი ნახევრფინალისტი ცნობილია. სამპაოლის ჩილემ 1:0 დაამარცხა ურუგვაი. საწყის წუთებში ჩილეს ნაკრების ფეხბურთელები აქტიურობდნენ. რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ არანგუისმა დაარტყა მუსლერას კარისკენ, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის დაჭერა.
შემდეგ ვალდივიამ იაქტიურა. მის პასს სანჩესის თავური მოჰყვა, თუმცა “არსენალის” მოთამაშეს სიზუსტე დააკლდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დარტყმის კუთხე საკმაოდ მახვილი იყო.
პირველი ტაიმის დასრულებამდე ვიდალმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა, მუსლერამ კი ბურთი მუშტებით მოიგერია.
პირველი ტაიმი ჩილელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მეორე ნახევარშიც ანალოგიურად განვითარდა მოვლენები. სამპაოლის გუნდის უპირატესობა კავანის გაძევებამ კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა და მუსლერას კარში ლოგიკური გოლი გავიდა.
საჯარიმოდან გადავარდნილი ბურთის შემდეგ თანაგუნდელმა ისლას დაუგორა, რომელმაც მაკრისაგან მარცხენა კუთხეში გაიტანა.
გოლის შემდეგ მსაჯმა კიდევ ერთი ურუგვაელი, ფუსილეც გააძევა. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო არარეალური გახადა ანგარიშის გათანაბრება და ჩილემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
დარჩენილი სამი მეოთხედფინალური შეხვედრა 26, 27 და 28 ივნისს გაიმართება. ჩილეს ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში ბოლივიასა და პერუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ჩილე – ურუგვაი 1:0 (0:0)
სანტიაგო, “ესტადიო ნასიონალ ხულიო მარტინეს პრადანოსი”.
ჩილე: ბრავო, ჯარა, მენა, ვალდივია (პიზარო 85), ვიდალი, ისლა, დიაზი (ფერნანდესი 71), მედელი, არანგუისი, სანჩესი, ვარგასი (პინილია 71)
მთავარი მწვრთნელი: სამპაოლი
ურუგვაი: მუსლერა, ფუსილე, პერეირა, გოდინი, ხიმენესი, როდრიგესი, გონსალესი, არევალო, სანჩესი (ჯონათან როდრიგესი 85), კავანი, როლანი (ერნანდესი 58)
მთავარი მწვრთნელი: ტაბარესი
გოლი: 1:0 ისლა (81)
მთავარი მსაჯი: სანდრო რიკი (ბრაზილია)
გაფრთხილება: ვალდივია (18), კავანი (29), ფუსილე (40), ისლა (43), კავანი (63), პერეირა (67), პინილია (84),ფუსილე (88)
გაძევება: კავანი (63), ფუსილე (88)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დამსახურებულიოოოოოოო ამას ტუ ეყურებინოს რა მოხდა უნამუსო ვიყო.. ისე წერენ ამ სტატიებს ეზარებატ ყურებაა...
თითი შეუყვია
მაშინ არ ყოფილა გასაგდები
კავანი გასაგდები იყო,ტიპმა იცის მასპინძლენს ეთამაშება და მაინც რა სულელური ყვითლები მიიღო
ეს რა იკადრა
ტიპმა ბუასილი დამართა კავანის და მარაიქნება
სუარესმა პატარაზე გაკაწრა ტიპი და 4 თვიანი მისცეს, გუშინ კიდე ტიპმა სწორ ნაწლავი გამოუღო კავანის და არაფერს აძლევენ D
გეობნებით ჩილე კოლუმბიაა ფინალი
და კოლუმბია იგებს
მსაჯი ხელშეუხებელი უნდა იყოსო და საერთოდ თავზე გადაჟვეს უკვე
სირცხვილიაესე არაკაცურად კორეამ ჩაატარა ბოლოს ასეთი დონის ტურნირი ... ჯერ რა კალენდარი გაუკეთეს და მერე ასეთი ქცევა//? ფუხბურთის ყურების მუღამს გაკარგვინებს კაცს,,
ადმინმა ხომ მაგარი გააძრო დამსახურებულად გავიდაო
ეგ კიდე ცალკე თემა DDDDDDDDDDDDD
ჩილე უნდა გააჩემპიონონ ეგრე გამოდის
ბინძურია ფეხბურთI, ზედმეტად ბიზნური გახდა.
ჩილე ჩემპიონი!
მსაჯმა ძანაც კარგად იცოდა რაც მოხდა მაგრამ ჩილესკენ იყო,ტიპმა ისე უნიჭოდ გააფორმა წაქცევა რომ ყველა მიხვდებოდა რომ სიმულაცია იყო,უბრალოდ მიზეზი მიეცა და ისარგებლა ამით
ჩილე არაფერი გუნდი არაა) მსაჯმა ამოქაჩა აქ როგორც ყოველთვის
მომხრე ვარ ესეთ შემთხვევებში ვიდეო გამეორების,როცა ფაქტიურად მსაჯის შეცდომას რომელიმე გუნდი ეწირება. გასაგებია რომ მსაჯი ზუსტად ვერ ხედავს რა მოხდა,ამიტომ დაზუსტება ცუდი არ იქნებოდა.
და ის სიმულანტი ფეხბურთელებიც აუცილებლად უნდა დასაჯონ დაახლოებით 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით!
და სოლიდური ჯარიმით, NBA-ში ბევრად ნაკლებ სიმულაციაზე აჯარიმებენ და ფეხბურთშიც თუ დაინერგება კარგი იქნება
და სოლიდური ჯარიმით, NBA-ში ბევრად ნაკლებ სიმულაციაზე აჯარიმებენ და ფეხბურთშიც თუ დაინერგება კარგი იქნება
მეზიზღება ასეთი მიმცემი მსაჯები და ყველა სიმულანტი ფეხბურთელის დედას დურთა კიდევ ვან ბუიტენმა
კაროჩე ჩილე ფინალშია რა
ფინალში იქნება მსაჯები ასე თუ დაუდგნენ გვერდში
არგენტინა ჩილე იქნება ფინალი
ადმინ რა იყო დამსახურებული,კავანი გასაგდები იყო?მსაჯმა ერთი ადგილი მისცა ჩილეს