ჩოგბურთი

0:34 | 25.06.2015 | ნანახია 641 - ჯერ

ქვაცაბაიამ პირველი წრე დასძლია

შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყისი ბარიერი გაიარა სოფო ქვაცაბაიამ.

ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ ნინა ზანდერს 7:5, 6:2 მოუგო და მერფვედფინალში შვედ სოფია არვიდსონს შეხვდება.

წყვილთა ტურნირში ეკატერინე გორგოძე და შვედი კორნელა ლისტერი პირველ ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში შვედები – ეკი და როსენკვისტი 4:6, 6:2, 10:8 დაამარცხეს. მეოთხედფინალში ისინი ძალებს სლოვაკ ჰონჩოვასთან და ხორვატ ნირიჩთან მოსინჯავენ.

რაც შეეხებათ ქვაცაბაიას და ბერძენი ვეტერანი ელენი დანილიდუს მე-3 რეიტინგის მქონე დუეტს, მათ ასევე შვედებს იარსკლოგს და ოსტლუნდს 6:0, 6:1 სძლიეს და შემდეგ რაუნდში პოლონელ ბარანსკას და ბელგიელ ბოევს გაეჯიბრებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:32 | 25.06.2015
ogafa (10220)

კარგია

00:52 | 25.06.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.12328