ქართველმა მოჭადრაკე ბაჩანა მორჩიაშვილმა კარენ ასრიანის სახელობის მემორიალზე მე-13 ადგილი დაიკავა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ 28-ე განთესვა გააჩნდა, ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.
სომხეთის ქალაქ ჯერმუკში გამართული ტურნირის დასკვნით მე-9 ტურში მორჩიაშვილმა თეთრი ფიგურებით მასპინძელი არმან მიკაელიანი (2437) დაამარცხა და 6.0 ქულა მოაგროვა, თანაც მე-7 პოზიციაზე გასულ სომეხვე არმან პაშიკიანს (2604) მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა.
7-7 ქულით პირველობა სამმა მოჭადრაკემ გაინაწილა. ჩემპიონობა უკრაინელ მიხაილო ოლეკსიენკოს (2629) ერგო, მეორე მისივე თანამემამულე ანტონ კორობოვი (2698) იყო, მესამე კი – სომეხი სამველ ტერ-სააკიანი (2586).