24 ივნისს ბაქოს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ბედი ქართველმა მოცურავეებმა და მოფარიკემ სცადეს, თუმცა, წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში გიორგი ბიგანიშვილმა (53.94) და ჯუდერი ბიჭიკაშვილმა (54.17), შესაბამისად, 58-ე და მე-60 ადგილები დაიკავეს და ცხადია, ფინალს მიღმა დარჩნენ. 200 მეტრზე ბატერფლაიში აკაკი ვაშაკიძე (2:05.95) 24-ე იყო.
პლეი-ოფს მიღმა დარჩა მოფარიკავე თეონა გოგლიძე, რომელმაც ჯგუფში ერთადერთი შეხვედრა მოიგო, 5 კი დათმო.
24 ივნისს საქმეში კიდევ ერთ ქართველ მოფარიკავე თეოდორა კახიანს ვიხილავთ, მთავარი კი ისაა, რომ საქმეში ძიუდოისტები ებმებიან. ტატამზე პირველი ამირან პაპინაშვილი (60) გავა.
მედლების საერთო ჩათვლა
- რუსეთი – 51 ოქრო, 31 ვერცხლი, 27 ბრინჯაო – 109 მედალი
- აზერბაიჯანი - 14, 11, 15 - 40
- გერმანია - 13, 12, 15 – 40
- დიდი ბრიტანეთი - 12, 4, 10 - 26
- ბელარუსი - 10, 9, 22 - 41
- სერბეთი - 8, 4, 1 - 13
- უნგრეთი - 8, 2, 6 – 16
- იტალია - 7, 12, 6 - 25
- ესპანეთი - 7, 8, 8 - 23
- შვეიცარია - 7, 4, 2 - 13
- უკრაინა - 6, 11, 17 – 34
- საფრანგეთი - 6, 5, 10 - 21
- თურქეთი - 5, 3, 17 - 25
- ჰოლანდია - 4, 7, 7 - 18
- ბელგია - 3, 3, 1 - 7
- პორტუგალია - 2, 4, 2 - 8
- სლოვაკეთი - 2, 2, 2 - 6
- პოლონეთი - 1, 6, 6 – 13
- რუმინეთი - 1, 4, 4 - 9
- საბერძნეთი - 1, 4, 2 – 7
- ხორვატია - 1, 3, 5 - 9
- შვედეთი - 1, 2, 3 - 6
- ლიტვა - 1, 0, 3 - 4
- ლატვია - 1, 0, 1 - 2
- სლოვენია - 1, 0, 0 - 1
- ავსტრია - 0, 6, 3 - 9
- საქართველო - 0, 3, 7 - 10
- ისრაელი - 0, 3, 5 - 8
- ბულგარეთი - 0, 3, 4 - 7
- დანია - 0, 2, 1 - 3
- ჩეხეთი - 0, 1, 4 - 5
- მოლდოვა - 0, 1, 2 - 3
- სან მარინო - 0, 1, 1 - 2
- სომხეთი - 0, 1, 0 - 1
- კვიპროსი - 0, 1, 0 - 1
- ესტონეთი - 0, 0, 2 - 2
- მაკედონია - 0, 0, 2 - 2
- ნორვეგია - 0, 0, 2 – 2
- ფინეთი – 0, 0, 1 – 1
- ჩერნოგორია - 0, 0, 1 – 1