25 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია უკლუბოდ იმყოფება. როგორც “მსოფლიო სპორტთან” საუბარში აღნიშნა შესაძლოა უცხოეთში განაგრძოს კარიერა.
“შემოთავაზებები მაქვს როგორც საქართველოს ჩემპიონატიდან, ასევე უცხოური კლუბებიდან, თუმცა ჯერ არაფერი გადამიწყვეტია.
ველოდები რეალურ ვარიანტს და გადავალ იმ კლუბში, რომელიც უკეთეს პირობებს შემომთავაზებს.
უცხოელ აგენტთან კონტრაქტი არ მაკავშირებს, თუმცა მან იცის ჩემი შესაძლებლობები და მეხმარება კარიერის უცხოეთში აწყობაში” – აღნიშნა კუტალიამ.
ლევანმა გასული სეზონი ქობულეთის “შუქურაში” დაიწყო, სეზონის მეორე ნახევარი კი “ზუგდიდში” გაატარა.
“გასულ სეზონში მატჩების ნაწილი კარგად ჩავატარე, ნაწილით უკმაყოფილო ვარ. ვფიქრობ მეტი შემიძლია, მაქსიმალისტი ვარ და ჩემი თავისგან მეტს ვითხოვ” – დაასრულა ფეხბურთელმა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ბოსნიის ჩემპიონატის კლუბებ “სლავიასა” და “ზრინსკიში” უთამაშია. ასევე იყო “ბაიას”, “ზუგდიდის”, “ზესტაფონისა” და “შუქურას” ფეხბურთელი.