ფეხბურთი

18:48 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიკოლი მალტის ჩემპიონატში ითამაშებს

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ფაბრიციო მიკოლი კარიერას მალტის ჩემპიონატში გააგრძელებს. იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მომდევნო ერთი სეზონის განმავლობაში "ბირკირკარას" შემადგენლობაში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია მალტურმა გუნდმა დაადასტურა.

"თავდამსმელმა ფაბრიციო მიკოლიმ "ბირკირკარასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა", - წერია ამ გუნდის ვებგვერდზე.

35 წლის მიკოლი ბოლო ორი სეზონი ლეგაპროს ბინადარ "ლეჩეში" თამაშობდა, რომლის შემადგენლობაშიც 44 მატჩში 17 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში კი მას "ტერნანაში", "პერუჯაში", "იუვენტუსში", "ბენფიკაში", "ფიორენტინასა" და "პალერმოში" უთამაშია. "სკუადრა აძურას" რიგებში კი მიკოლის 10 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

0.128467