ფეხბურთი

17:04 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური მედია: "ვიტსელი "მილანის" ფეხბურთელია

იტალიის სერია A-ს ბინადარი "მილანი" ძლიერდება. "როსონერი" სანქტ-პეტერბურგის "ზენიტისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველის აქსელ ვიტსელის დამატებასთან ერთ ნაბიჯშია. ამის შესახებ ბელგიური მედია იუწყება.

"აქსელ ვიტსელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ "მილანში" ითამაშებს", - წერენ ბელგიელი ჟურნალისტები.

მათი ცნობით, "ზენიტი" და "მილანი" ყველანაირ დეტალზე უკვე შეთანხმდნენ და ფეხბურთელის სანაცვლოდ რუსული გუნდი 30 მილიონ ევროს მიიღებს.

ვიტსელი "ზენიტში" სამი წლის წინ ლისაბონის "ბენფიკადან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. პიტერული გუნდის რიგებში მას 64 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი. ბელგიის ნაკრებში კი 42 შეხვედრაში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. ვიტსელი "მილანში" ჟეფრი კონდოგბიას შემცვლელი იქნება, რომელიც ლომბარდიულ გრანდს თანაქალაქელმა "ინტერმა" ცხვირწინ ააცალა.

0.112415