ფეხბურთი

16:22 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" მარტინესიც დაკარგა - კოლუმბიელი "როხიბლანკო" ხდება

პორტუგალიური "პორტუსა" და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელი ჯექსონ მარტინესი კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია სამხრეთ ამერიკელი მოთამაშის აგენტმა დაადასტურა.

"სატრანსფერო ოპერაცია დღეს დასრულდება. მინდა მადლობა გადავუხადო "მილანს", რომელიც მარტინესის შეძენას ბოლომდე ცდილობდა, მაგრამ ჯექსონი "ატლეტიკოში" ითამაშებს. ეს მისთვის დიდი შანსია", - თქვა კოლუმბიელის აგენტმა.

"პორტუ" 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო "ატლეტიკოსთან" იგი 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მარტინესი "როხიბლანკოში" ტურინის "იუვენტუსში" გასხვისებულ მარიო მანჯუკიჩს ჩაანაცვლებს.

0.113741