ნორვეგიის ქალაქ სტაფანგერში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზულ ტურნირზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. აღნიშნულ ტურნირზე ეს ტური დანარჩენებისაგან გამორჩეული იმით აღმოჩნდა, რომ ყველა პარტია ყაიმით დასრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ტურის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ მომხდარა.
ასპარეზობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პირველ ადგილზე გასვლისა და მთავარი პრიზის მოპოვების შანსი ბულგარელ დიდოსტატ ვესელინ ტოპალოვს აქვს, რომელიც მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ ინდოელ ანანდსა და ამერიკელ ნაკამურას მთელი 1.5 ქულით უსწრებს.
მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი) 0.5-0.5
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) - მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) 0.5-0.5
ლევონ არონიანი (სომხეთი) - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 0.5-0.5
ჯონ ლუდვიგ ჰამერი (ნორვეგია ) - ანიშ გირი (ჰოლანდია) 0.5-0.5
ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - ფაბიანო კარუანა (იტალია) 0.5-0.5
სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
1.ტოპალოვი - 6 ქულა
2-3. ანანდი, ნაკამურა - 4.5-4.5
4. გირი - 4
5-7. ვაშიე-ლაგრავი, არონიანი, კარუანა - 3-3
8-9. გრიშუკი, კარლსენი - 2.5-2.5
10. ჰამერი - 2