ფეხბურთი

14:51 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კილასონია "სიონში" იმუშავებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარ და 2004 წლის ჩემპიონ ბოლნისის "სიონს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბოლნისურ გუნდს მომავალ სეზონში რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი თავკაცი ვარლამ კილასონია გაწვრთნის. ამის შესახებ "სიონის" ვებგვერდი იუწყება.

კილასონია ამ პოსტზე ლადო ბურდულს ჩაანაცვლებს, რომელიც ამიერიდან მხოლოდ კლუბის გენერალური დირექტორის ფუნქციას შეასრულებს. ვარლამ კილასონიას დახმარებას არმაზ ჯელაძე და გიორგი ლოლაძე გაუწევენ.

47 წლის კილასონია "მეტალურგს" 2014 წლის იანვრის თვიდან მოყოლებული წვრთნიდა, თუმცა გუნდს გასულ სეზონში მწვავე ფინანსური კრიზის შეექმნა და უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეუნარჩუნა.

0.117121