ფეხბურთი

2:00 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ თურანით დაინტერესდა

ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველით არდა თურანით დაინტერესდა – გვამცნობს ცნობილი მადრიდული გამოცემა As-ი.

როგორც ესპანური წყარო იუწყება, პარიზელებმა მას შემდგომ გადაწყვიტეს თურქი მოთამაშის შეძენა, რაც ანხელ დი მარიას ყიდვის იმედი გადაეწურათ. ფრანგები მზად არიან, რომ არდას სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა “როხიბლანკოს” ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გასხვისება არ სურს.

28 წლის ნახევარმცველმა განვლილ სეზონში 46 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.114706