ფიფასა და სხვა კონტინენტური ფედერაციების გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, კონმებოლს არ გააჩნია იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ კოპა ამერიკა 2015-ის მონაწილეებს პრემიალური თანხები გადაუხადოს.
ამის შესახებ ურუგვაის გაზეთი El Pais-ი წერს.
საქმე ისაა, რომ ტურნირის მთავარი პარტნიორის, კომპანია Datisa-ს საქმიანობას გამოძიების ფედერალური ბიურო და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურატურა იძიებს, მისი ანგარიშები კი, დაყადაღებულია.
კონმებოლს სულ 10 მილიონი დოლარი ექნება გადასახდელი: 4 მილიონი ჩემპიონს, 3 ფინალისტს, ორი მესამე და ერთიც მეოთხედგილოსანს.
ზემოთნახსენები მიზეზის გამო, როგორც ჩანს, ტურნირის მონაწილე 12 გუნდის ცხოვრების და კვების ხარჯები ჩილეს მთავრობას დააწვება, სადაც ტურნირი ტარდება. შეგახსენებთ, კოპა ამერიკაზე უკვე მეოთხედფინალისტები გაირკვნენ.