ფეხბურთი

20:38 | 23.06.2015 | ნანახია 1518 - ჯერ

ზიდანი ანჩელოტის შესაცვლელად მზად იყო

ფეხბურთის ფრანგი ლეგენდა ზინედინ ზიდანი საჭიროების შემთხვევაში მზად იყო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტი ჩაენაცვლებინა.

ეს განცხადება “სამეფო კლუბის” ახალგაზრდული გუნდის თავკაცმა AS-თან საუბრისას გააკეთა. ის მიიჩნევს, რომ მზადაა უფრო მაღალ დონეზე იმუშაოს:

“კარლო ანჩელოტის შეცვლა რომ შემოეთავაზებინათ, აუცილებლად დავთანხმდებოდი. არ ვიტყოდი უარს ასეთი გამოწვევის მიღებაზე. რა თქმა უნდა, ანჩელოტის წასვლამ გული დამწყვიტა, მან უდიდესი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ სეზონი ჯილდოს გარეშე... ის თავად ამბობდა: თუ ვერ მოვიგე ვერაფერი, შეიძლება სამუშაო დავკარგო. შეთავაზება რომ ვერ მივიღე, ამით გულდაწყვეტილი სულაც არ ვარ. ვამზადებ ახალგაზრდებს “რეალის” პირველი გუნდისთვის”.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:15 | 24.06.2015
NGoLo KaNte (36472)

კარლო არიყო გასაშვები

03:32 | 24.06.2015
maestro10 (13745)

Vin moatria peresma bliad...

21:57 | 23.06.2015
Avto Gegeshidze (4)

ზიდანი ჯობდა დაენიშნათ

21:07 | 23.06.2015
BEERTRANCE (97819)

ანუ უკმაყოფილო უნდა იყოს

0.123897