დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ხოსე რაულ კაპაბლანკას მემოორიალი რომელსაც ჰავანა (კუბა) მასპინძლობს. მეექვე ტურში პირველად წააგო სატურნირო ცხრილის სათავში მყოფმა იანგმა. წაგების მიუხედავად ჩინელი სპორტსმენი მაინც ერთპიროვნულ ლიდერად რჩება როომელიც უახლოეს მდევრებს ქულით უსწრებს.
მეშვიდე ტურში ტურნირის რეიტინგფავორიტ დომინგესსა და ასპარეზობის გამოკვეთილ აუტსაიდერს ნეპომნიაშჩის შორის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. შავებით მოთამაშე რუსმა მოთამაშემ შეძლო მეტოქის დამარცხება, მაგრამ აუტსაიდერობას თავი მაინც ვერ დააღწია.
მეექვსე და მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
მეექვსე ტური
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - ჰოუ იანგი (ჩინეთი)1:0
იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) - პაველ ელიანოვი (უკრაინა) 0:1
ლაზაროს ბრუგოსი (კუბა) - ლენიერ დომინგესი (კუბა) 0,5-0,5
მეშვიდე ტური
ბრუგოსი - ანდრეიკინი 0,5:0,5
დომინგესი - ნეპომნიაშჩი 0:1
ელიანოვი - იანგი 0,5:0,5
მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი
ანდრეიკინი - ელიანოვი
იანგი - დომინგესი
ნეპომნიაშჩი - ბრუგოსი
სატურნირო მდგომარეობა შვიდი ტურის შემდეგ
1 იანგი 5 ქულა
2-3 ელიანოვი , ანდრეიკინი 4-4
4-5 დომინგესი, ბრუგოსი 3-3
6 ნეპომნიაშჩი 2