გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "მაინცმა" შვეიცარიის ჩემპიონ "ბაზელიდან" 26 წლის ფეხბურთელი ფაბიან ფრეი შეიძინა. ეს ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. ფრეი "მაინცში" 2019 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
შვეიცარიის ნაკრების წევრი "ბაზელის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლავთ. გასულ სეზონში მან შვეიცარიის ჩემპიონატში 31 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.