ფეხბურთი

16:54 | 23.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გენკის” თავკაცი: “ოქრიაშვილში ვხედავ მოთამაშეს, რომელსაც გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია”

ბელგიის “გენკის” ახალ მთავარ მწვრთნელ პიტერ მასს მიაჩნია, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გუნდს რაღაც შესძინოს.

“თორნიკე ოქრიაშვილი ჩემთვის არც “შავ” და არც “ნაცრისფერ” სიაშია. ემოციური ბიჭების, რომლებიც ზოგჯერ ფეთქდებიან, არ მეშინია. თუმცა, მან სამაგიეროდ გუნდისთვისაც რაღაც უნდა გასცეს. მასში ვხედავ მოთამაშეს, რომელსაც გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ის მხოლოდ ინდივიდუალურად თამაშობს? ამას მომავალი გვიჩვენებს”, - იუწყება მასის სიტყვებს ბელგიური ინტერნეტპორტალი hbvl.be.

0.121858